აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა რამდენიმე საათით ადრე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მაიკ უოლცი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ტოვებს.
ტრამპის თქმით, ის გაეროში აშშ-ის შემდეგი ელჩი იქნება, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტს მარკო რუბიო დაიკავებს. ამავე დროს რუბიო რჩება აშშ-ის სახელმწიფო მდივნად.
24 მარტს ცნობილი გახდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აპლიკაცია Signal-ის ჩატში, სადაც მნიშვნელოვან სამხედრო გეგმებს განიხილავდნენ, შემთხვევით გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი დაამატეს.
ინფორმაციას თავად გოლდბერგმა გამოაქვეყნა სტატიაში სათაურით: „ტრამპის ადმინისტრაციამ შემთხვევით თავისი საომარი გეგმები გამიზიარა“. ინციდენტზე უოლცმა სრული პასუხისმგებლობაა აიღო.
ამის შემდეგ, გამოცემა POLITICO-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელმა უთხრა, რომ მაიკ უოლცის ჩანაცვლება განიხილებოდა. წყაროს ცნობით, თეთრი სახლის ორმა მაღალჩინოსანმა წამოაყენა საკითხი, რომ მაიკლ უოლცს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.
თეთრ სახლთან დაახლოებულმა პირმა გამოცემას უთხრა: „თეთრ სახლში ყველა თანხმდება ერთ რამეზე: მაიკ უოლცი იდიოტია“.