მათი ხმები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის - სოჩა "სირცხვილიას" , "გაბედეს" და "შეცვალეს" შესახებ

ვასკა მათითაიშვილი

აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი კრის სოჩა სამი ახალგაზრდული მოძრაობის: „სირცხვილია“, „გაბედე“ და „შეცვალეს“ წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ ამერიკის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციით  სოჩამ  აქტივისტებთან ერთად საქართველოს მიმდინარე პოლიტიკური კლიმატი განიხილა და საქართველოს დემოკრატიული ტრადიციების გაღრმავებაში მსგავსი ჯგუფების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

„მან განაცხადა, რომ მათი ხმები და მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიის გრძელვადიანი წარმატებისთვის“,- ნათქვამია ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის განცხადებაში.

საქართველოში ამერიკის საელჩომ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელის კრის სოჩას თბილისში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია 19 თებერვალს გაავრცელა. ჩამოსვლის შემდეგ სოჩა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემო განიხილა.