„მე მგონი, არავის დაუბრალებია, რომ გიორგი გახარია ნარკომანია“ - კახა კალაძე

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის თბილისის მერობის კანდიდატებს შორის მიმდინარე დებატების დროს პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ჰკითხა, ეთანხმება თუ არა „ქართული ოცნების“ წევრების ბრალდებებს მის მიმართ ნარკომანიის, ღალატისა და სააკაშილთან კავშირის შესახებ, რაზეც კახა კალაძემ უპასუხა, რომ „არავის არ უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია“. 

„ნარკომანობასთან დაკავშირებით, მე მგონი, არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება, გიორგი შენს საქციელს, მე ეს პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი და არ დავმალავ – მე არ მომეწონა შენი გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე. მე არ შევალ შინაარსში და არ მინდა, ამაზე ვისაუბრო. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო თავშეკავებული, როდესაც კითხვა ისმება გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. მე პირველ რიგში ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი. შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ, ამიტომ არ მინდა ამ დისკუსიაში შემოსვლა. თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტონ ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.