„ნარკოტიკის მოხმარება არ დადასტურდა“ - გახარია ექსპეტიზის პასუხს აქვეყნებს

პუბლიკა

„ანალიზის შედეგმა ნარკოტიკის მოხმარების კვალი არ აჩვენა“ – წერია  პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში. მისივე თქმით, თმის ნიმუშის კვლევის პასუხები კი რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი.

„თმის ნიმუშის კვლევის პასუხამდეც რამდენიმე დღე დარჩა. ვენის წამყვან ჰოსპიტალში „RUDOLFINERHAUS“ ჩატარებული ექსპერტიზის დეტალური კვლევების შედეგად, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დადასტურდა. #დებატებიდაიდოს“, – წერს გახარია Facebook-ზე.


თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში 6 სექტემბერს ნარკოტესტი ჩააბარა. მან ასევე მოუწოდა ყველა კანდიდატს, გააკეთონ ანალოგიური და საზოგადოებას წარუდგინონ შედეგები.