მეგობართან ვიყოთ მეგობარი – თავისუფლება უკრაინას! მშვიდობა უკრაინას! – ნაკაიძე

პუბლიკა

ფრაქტია „რეფორების ჯგუფის“ წევრმა, დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამის შინაარსობრივი მტკიცებულება მნიშვნელოვანია.

„მინდა, გითხრათ, რომ მეგობრებთან მიმართებაში პირფერობა არ არის გამართლებული. მეგობარმა უნდა იცოდეს ჭირსა და ლხინში მას როგორ უჭერ მას მხარს. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ოკუპანტს კუდის ქიცინითა და ენით მოჩლექით ლაპარაკი ცრემლს ნამდვილად არ მოჰგვრის და არ შეგვიწყალებს.

რუსეთი არის ოკუპანტი – ამის შინაარსობრივი მტკიცებულება მნიშვნელოვანია. როდესაც პარლამენტის დარბაზში შემოგყავს გავრილოვი და რუს ოპოზიციონერს საქართველოში არ უშვებ, ესეც თქვენი დამოკიდებულების ერთ-ერთი გამოხატულებაა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ფაქტებს გავუსწოროთ თვალი და მეგობართან ვიყოთ მეგობარი. თავისუფლება უკრაინას! მშვიდობა უკრაინას!“ – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის პროექტს უნდა უყარონ კენჭი. საპარლამენტო ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ რეზოლუციას მხარს არ დაუჭერენ თუ მასში არ ჩაიწერება რუსეთის ფედერაცია.