მერი: თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 მლრდ 700 მლნ 912 ათასი ლარით განისაზღვრა

პუბლიკა

თბილისის 2024 წლის პროექტი მილიარდ 700 მილიონ 912 ათასი ლარით განესაზღვრა. პროექტი საკრებულოს განსახილველად უკვე გადაეგზავნა.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის მოცულობა 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით 69 მილიონამდე ლარითაა გაზრდილი.

„თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა, რომელიც წარდგენილია საკრებულოში, განსაზღვრულია 1 მილიარდ 700 მლნ 912 ათასი ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 68 მლნ 779 ათასი ლარით.

ეს არის ბიუჯეტის პროექტის პირველადი და არა საბოლოო ვერსია. ჩემი თხოვნა იქნება, საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანოთ, რადგან მოგვიწევს აღნიშნული პროექტის მოცულობის დაკორექტირება. ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან, რისთვისაც ამ უწყებას მადლობას ვუხდი. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას“, – განაცხადა კალაძემ.

მერის კომენტარს თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მას არ უსაუბრია იმ მიმართულებებს, რომელსაც ბიუჯეტის პროექტი დაფარავს.