მერიას 400 000 ლარი გამოეყოფა ღონისძიებებში მუსიკოსების ჩასართავად - თურნავა

პუბლიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თბილისის მერიას გამოეყოფა 400 000 ლარი იმისთვის, რომ მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში რაც შეიძლება მატი კულტურის მოღვაწე, მუსიკოსები ჩართონ, რომლებიც პანდემიის გამო ამგვარ შესაძლებლობას არიან მოკლებულნი.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვეულებრივ დროს, პანდემიამდე, ისინი ყოველთვის ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები საახალწლო ღონისძიებებში, საკონცერტო ღონისძიებებში, რომელიც იმართებოდა სხვადასხვა სასტუმროში, სხვადასხვა რესტორანში მთელი საქართველოს მასშტაბით, დღესდღეობით ჩვენი კულტურის მოღვაწეები, მუსიკოსები მოკლებული არიან ამ შესაძლებლობას, ვინაიდან არსებული შეზღუდვების გამო იცით რომ არ ფუნქციონირებენ რესტორნები, ჩვენ ასევე მკაცრად ავუკრძალეთ სასატუმროებსაც საახალწლო საკონცერტო ღონისძიბების გამართვა, შესაბანისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მერიას გამოეყოფა 400 000 ლარი იმისთვის, რომ მან ჩართოს თავის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებბში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე, მუსიკოსები, ვინც სხვაგვარად ამ შესაძლებლობას არიან მოკლებულები“,- განაცხადა თურნავამ.

LB loan image desktop LB loan image mobile