მეუფე დანიელი აცხადებს, რომ მღვდელმსახურებს ნიღბის ტარება არ მოეთხოვებათ

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი აცხადებს, რომ პირბადეების კეთების შესახებ რეკომენდაცია სასულიერო პირებს არ ეხებათ, რადგან მათ უშუალო კავშირი აქვთ უფალთან:

„რაც შეეხება სასულიერო პირების მიერ პირბადეების კეთებას, ეს არ არის გათვალისწინებული იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ [მღვდელმსახურები] ვდგავართ ღვთის წინაშე და ჩვენ გვაქვს უშუალო კავშირი უფალთან”,- აცხადებს მეუფე დანიელი.

16 აპრილს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 17 აპრილიდან დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდებოდა.

„პასუხუსმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს. იურიდიული პირებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15 000 ლარით”, – თქვა ირაკლი ჩოქოვანმა.