მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს - ხაბეიშვილი

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დასრულდა კონსულტაციები, მოლაპარაკებები და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარემ „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, პარტიის პირველი პრიორიტეტი სააკაშვილის გათავისუფლებაა.

„პირველი, რასაც გავაკეთებ, მათ შორის, თბილისის რაიონულ ორგანიზაციებს უნდა შევხვდე, საკრებულოს წევრებს უნდა შევხვდე, რაიონებში უნდა შევხვდე ამ ადამიანებს, რომ უკვე დავიწყოთ, მათ შორის შტაბებზე, რომლებზეც ვლაპარაკობდით, ამ შტაბების გახსნა. იცით, რომ გიორგი ჩალაძესთან დავასრულეთ ამ მიმართულებით კონსულტაციებიც, მოლაპარაკებები. გაკეთდება ჯგუფი, გიორგი უხელმძღვანელებს ამ ჯგუფს, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები. ასეთი შტაბები რაიონებშიც გაკეთდება“, – განაცხადა მან.

16 ნოემბერს, როდესაც ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატურა დააყენა, გიორგი ჩალაძემ კი მოხსნა, ხაბეიშვილმა ჩალაძეს სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელობა შესთავაზა.