მიმდინარე პროტესტისას წესრიგის დაცვაში სამხედროების ჩართვას არ ვემხრობი - აშშ-ის თავდაცვის მდივანი

პუბლიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მარკ ესპერის განცხადებით, ის მხარს არ უჭერს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს წესრიგის დამყარებისთვის შეიარაღებული ძალების გამოყენებას. ესპერის თქმით, ჯარის ჩართვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში ხდება და ამერიკაში დღეს ასეთი ვითარება არ არის.

„მოქმედი შეიარაღებული ძალების ჩართვა კანონისა და წესრიგის დასაცავად უკიდურესი ზომაა და მხოლოდ გადაუდებელი საჭიროებისას, მძიმე ვითარებაში ხდება. ჩვენ არ ვართ ასეთ სიტუაციაში. მე მხარს არ ვუჭერ ამბოხების აქტის ამოქმედებას“, – განაცხადა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე მარკ ესპერმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ასევე „საშინელი დანაშაული“ უწოდა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას და განაცხადა, რომ მის დაკავებაში მონაწილე პოლიციელები უნდა დაისაჯონ. ესპერის თქმით, აშშ-ში რასიზმის პრობლემა დგას, ეს რეალობაა, რომელიც უნდა დაძლიონ.

შეიარაღებული ძალების გამოყენების სურვილი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა. მისი თქმით, თუკი გუბერნატორები უფრო მკაცრ ზომებს არ მიიღებენ ქვეყანაში წესრიგის დასაცავად, მაშინ ის მზად არის, სამხედროები გამოიყენოს.

LB loan image desktop LB loan image mobile