მინისტრია და შესაბამისად, პასუხისმგებლობა გელათზე ეკისრება წულუკიანს - მიტროპოლიტი

პუბლიკა

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილმა) „TV პირველთან” განაცხადა, რომ გელათის საკითხზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება თეა წულუკიანს, რადგან ის მინისტრია.

„გელათი არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი სამშობლოს განუყოფელი ნაწილია და ჩვენ არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით, თუ თანხმობაზეა საუბარი, რომ გელათს რაიმე საფრთხე დაემუქროს. არავის წინაშე უკან არ დავიხევთ… ადამიანებს შენჯღრევა თუ შეჯანჯღარება სჭირდებათ… იმიტომ, რომ კომისიამ შეცდომები არ უნდა დაუშვას და თუ დაუშვეს, რაღაცნაირად უნდა მოვუწოდოთ, რომ აღარ დაუშვან…

იცით რა, თეა წულუკიანი მინისტრია და შესაბამისად, პასუხისმგებლობა ეკისრება… მე ასე პირდაპირ არ მგონია, თეა წულუკიანს რაიმე ბრალი წავუყენოთ იმაზე, რომ უნდა, რომ გელათი დაზიანდეს, არა მგონია“. – თქვა თქვა მიტროპოლიტმა.


გუშინ საქართველოს საპატრიარქომ გელათის შესახებ კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა და იუნესკოს ანგარიში შეაფასა.

„იუნესკოს მიერ მოწოდებული ანგარიშის მძაფრი კრიტიკულობიდან და ასევე ზემოთ ნახსენები სხვა საექსპერტო დასკვნებიდან და რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება.

მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია! საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა! მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით“, – ამბობენ საპატრიარქოში.