მინსკში „თბილისობაზე“ მუსიკოსების და საკრებულოს წევრების წაყვანა მერიას 70 000 ლარი დაუჯდა - ფლანგვის დეტექტორი

ვასკა მათითაიშვილი

2019 წლის 23 აგვისტოს ბელარუსიის დედაქალაქ მინსკში „თბილისობა” გაიმართა, რომლის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს ოფიციალური ვიზიტით კახა კალაძე და მაშინდელი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრნენ.

„ფლანგვის დეტექტორის“ ცნობით, მინსკში გამართული ღონისძიება თბილისის მერიას 42 935 ლარი დაუჯდა.

მუსიკოსებს შორის იყვნენ: დათო გომართელი, გიორგი ფუტკარაძე, ჯგუფი „მგზავრები“, ბენდი „ირაო“, ანსამბლი „შვიდკაცა“ და სხვები.

„ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, ხელოვანებთან, მთავრობიდან და მერიიდან წასულ დელეგაციებთან ერთად, მინსკში საკრებულოს თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, რომელთა „ზეიმიც“ თბილისის მერიას მთლიანობაში 24 332 ლარი დაუჯდა.

ფოტო: ფლანგვის დეტექტორი

„ფლანგვის დეტექტორის“ ცნობით, „თბილისობის” ფარგლებში მინსკში კულტურული ღონისძიებები გაიმართა, რაშიც კონცერტები და სხვადასხვა დადგმები შედიოდა, რაც საერთო ჯამში თბილისის მერიას 70 000 ლარი დაუჯდა.