„მიტოვებული სოფელი“ | ქართულმა ანიმაციამ პარიზის ანიმაციური ფილმების ფესტივალზე 2 ჯილდო მიიღო

პუბლიკა

პარიზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ქართულ ანიმაციას „მიტოვებული სოფელი“ 2 ჯილდო გადაეცა: ჟიურის პრიზი და მაყურებლის ჯილდო.

ანიუმაციური ფილმის რეჟისორი მარიამ კაპანაძეა. მისი პრემიერა ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შედგა და იაპონიის საგარეო სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდო გადაეცა. ამის შემდეგ ნამუშევარი იებისუს ხელოვნებისა და ალტერნატიული ხედვის საერთაშორისო ფესტივალზე წარგდა.

რეჟისორის თქმით, „მიტოვებული სოფელი“ არის მეტაფორა ადამიანის სახის, რომელმაც დაივიწყა სამყაროს შექმნის მთვარი გრძნობა – სიყვარული“. სოფლის ვიზუალური განწყობა ზემო იმერეთს უკავშირდება.

მარიამ კაპანაძის თქმით, სცენარი მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის იყო გათვლილი, მაგრამ იდეა შეცვალა და თავი ანიმაციაში გამოსცადა.

ანიმაციად გამოყენებულია „კაწვრის ტექნიკა“. ფილმში 14 წუთის განმავლობაში, არ ხდება პლანების მონაცვლეობა, მოვლენები ერთ საერთო ხედში განიცდის ბუნების სახეცვლილებებს, გარდაქმნების გრადაციების მონაცვლეობით. ანიმატორი ელენე მუჯიკნელია, მხატვარი კი ირაკლი ტოკლიკიშვილი.