მივდივართ მტკიცე ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობისკენ - ჰარცელი

პუბლიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო და ევროკავშირი პარტნიორობას ამტკიცებენ.

„როგორც იცით, ამ საღამოს მხარეებს შორის ყოველის მომცველი შეთანხმება იქნა მიღწეული. დოკუმენტს ხელი მოაწერა შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ და ორმა ინდივიდუალურმა წევრმა, ჯერჯერობით. ამით იხურება ეს ეტაპი, რომელსაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადავდგით. ამ გზის მონაწილე ვიყავი დასაწყისიდანვე. ფასილიტაციის ოთხ თვეს მოჰყვა მედიაციის ორი თვე. მადლობელი ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამოვიფიტე. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს ძალიან ემოციური მომენტია ჩემთვის, რადგან საბოლოო ჯამში, მართლა მჯერა, რომ ეს შეთანხმება არის ახალი გზა საქართველოსთვის. ჩვენ მივდივართ უფრო მტკიცე დემოკრატიის განმტკიცებისთვის და უფრო მტკიცე ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობისკენ“, – განაცხადა ჰარცელმა.