„მოდერნა“ აცხადებს, რომ მისი ვაქცინა ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ ეფექტურია - Reuters

პუბლიკა

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „მოდერნა“ აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მისი ვაქცინა ე.წ. ინდური შტამის, „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგაც ეფექტურია. ამის შესახებ Reuters წერს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „მოდერნას“ ვაქცინა ანტისხეულებს წარმოქმნის, რომელიც ეფექტურია კორონავირუსის ვარიანტების წინააღმდეგ, მათ შორის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ. თუმცა, მათივე განცხადებით, „მოდერნას“ ვაქცინამ შედარებით ნაკლებად ეფექტურობა აჩვენა სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კიდევ ერთი შტამის წინააღმდეგ.

„ახალი მონაცემები საკმაოდ იმედისმომცემია და ჩვენს რწმენას აძლიერებს, რომ „მოდერნას“ ვაქცინა განაგრძობს ახალი შტამებისგან დაცვას“, – ნათქვამია განცხადებაში.