მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა პარაოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

პუბლიკა

ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების ეტლით მოფარიკავემ, ნინო თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თიბილაშვილმა ნახევარფინალში რიოს პარალიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატების ცხრაგზის მედალისტი უკრაინელი ევგენია ბრიუსი დაამარცხა, ანგარიშით – 15:12.

ფინალში კი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ნინო თიბილაშვილი ჩინელ სპორტსმენს, ბიან ცზინს, რიოს პარალიმპიადის ვერცხლისმედალოსანს შეხვდა.

ნინო თიბილაშვილი ფინალში ანგარიშით 7:15 დამარცხდა.თუმცა, საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.

LB loan image desktop LB loan image mobile