მოგვდის ინფორმაცია, რომ დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს - იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს და ეუბნებიან, რომ სამსახურში გავიდნენ.

„ჩვენ მოგვდის ინფორმაცია, რომ დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომ გამოდი სამსახურში. თავს ვიკავებთ პერსონალური ინფორმაციის გაცემისგან, მაგრამ ასეთ დამსაქმებლებს თუ გააგრძელებენ თვითიზოლაციაში მყოფი პირების იძულებას, მე დავასახელებ”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მან მოუწოდა თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, მოერიდონ კონტაქტს ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან. როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, პოლიციის დახმარებით უკვე 10-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი კარანტინში, ვინც თვითიზოლაციის წესებს არღვევდა.