უკვე გვაქვს, ე.წ. მესამეული გადაცემა - გამყრელიძე კორონავირუსის შემთხვევების შესახებ

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულე ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5 ახალი შემთხვევა დაკავშირებულია იტალიასთან. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არის, ე.წ. მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი.

„5 დამატებითი შემთხვევა ისევ და ისევ იტალიასთან ისტორიას უკავშირდება, მე არ ჩავუღმავდები დანარჩენ პერსონალურ დეტალებს.

30-დან 2 არის ირანში მოგზაურობის ისტორია, 1 ესპანეთში, დარაჩენი პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება იტალიას, აქედან 12 მოგზაურობას იტალიაში, 10 მათთან  კონტაქტს, ხოლო დანარჩენი შეიძლება უკვე ითქვას, რომ უკვე გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი.

30 იანვრიდან მოყოლებული გვქონდა 676, ე.წ. შესაძლო შემთხვევა, აქედან დადასტურებილია 30 შემთხვევა. სრულად ლუგარში 700-მდე ნიმუშია ტესტირებული, ზოგიერთი განმეორებით”, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 30-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში 418 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 54  ადამიანი გადის.