მოთხოვნილი უბნების დაახლოებით 92.6%-ზე ხმები ხელახლა არ გადათვლილა - ISFED

პუბლიკა

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ISFED-მა საოლქო კომისიებს სულ 162 საარჩევნო უბნის გადათვლის მოთხოვნით მიმართა. მათივე ინფორმაციით, მოთხოვნილი უბნების დაახლოებით 92.6%-ზე ხმები ხელახლა არ გადათვლილა.

„საოლქო კომისიებმა უარი თქვეს 152 უბნის გადათვლაზე, თანხმობა განაცხადეს მხოლოდ 10 უბნის გადათვლაზე, უარის შემდეგ საკუთარი ინიციატივით გადათვალეს 2 უბანი. საერთო ჯამში მოთხოვნილი უბნების დაახლოებით 92.6%-ზე ხმების ხელახალი გადათვლა არ განხორციელებულა“, – ნათქვამია ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.