მთავარი პუნქტი, საიდანაც ვიწყებთ, არის მოსმენა | კრისტიან დანიელსონი

პუბლიკა

ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მან დღეს უკვე გამართა შეხვედრები პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან. ის დღეს ასევე შეხვდება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და ოპოზიციური პარტიებს. შეხვედრები გაიმართება მომდევნო დღეებშიც და წინასწარი ინფორმაციით, დანიელსონი 14 მარტს დატოვებს საქართველოს.

„ძალიან ნაყოფიერად უნდა ვიმუშაოთ ამ დღეების განმავლობაში, სრული ჩართულობით, რათა შედეგს მივაღწიოთ. მთავარი პუნქტი ჩემთვის, საიდანაც ვიწყებთ, არის მოსმენა. დილით უკვე შეხვდი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. დღის განმავლობაში შევხვდები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და შემდეგ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს. შემდეგ ვნახავთ, როგორ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ, რომ პროცესი წინ წავიდეს“, – განაცხადა დანიელსონმა.

მისი თქმით, მისი როლია, დაეხმაროს პროცესს, რომელიც ახლა საქართველოში წარიმართება. მისივე თქმით, ევროკავშირი შეშფოთებულია, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული და ძალიან ბევრი გამოწვევაა, რომელიც ეხება პანდემიას, ეკონომიკურ სიტუაციას.

„ეს ეხება პოლიტიკურ დიალოგს, ეხება იმას, რომ პოლიტიკური დიალოგის ყველა მონაწილეს შეეძლოს წინ წაწევა და პროგრესის მიღწევა ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. როგორც აქამდე, ფასილიტაციას უწევდნენ ამ პროცესს ელჩი ჰარცელი და ელჩი დეგნანი, ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ. საქართველოსთვის ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს, აქ რაც ხდება, ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის“, – განაცხადა დანიელსონმა.