მთავრობა: 4%-იანი დადებითობის შენარჩუნების შემთხვევაში, შეზღუდვების მოხსნა გაგრძელდება

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დადებითობის მაჩვენებლის 4%-ის ფარგლებში შენარჩუნების შემთხვევაში, ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა გაგრძელდება.

საბჭოს განცხადების მიხედვით, პარალელურად, შენარჩუნდება ინტენსიური ტესტირება, რათა რაც შეიძლება სწრაფად გამოვლინდეს ინფიცირების შემთხვევები, მათ შორის გეოგრაფიული თუ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით.

მთავრობის ცნობით, 8 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.52%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 3.74%, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 3.63%.