მთავრობა დგამს გაბედულ და დროულ ნაბიჯებს ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის - თალაკვაძე

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე მთავრობის ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

„თქვენ ხედავთ, რომ მთავრობა დგამს გაბედულ და დროულ ნაბიჯებს.  ქალბატონმა ნათია თურნავამ პარლამენტში გამოგვიგზავნა ქართული წარმოების პირბადე. ამაზე მუშაობს 9 ქართული საწარმო, რაც იყო ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი… ამ საწარმოების მხარდაჭერა იყო ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც მთავრობამ გააკეთა.

ეს არ არის ერთადერთი მაგალითი… იგივე, კარანტინის განხორციელება რომ სასტუმროების დატვირთვით ხდება, აქაც ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის შედგა თანამშრომლობა. ესეც კი ცხადყოფს, რომ ხელისუფლება ყველაფერს შესაძლებელს აკეთებს, რომ მოხდეს ეკონომიკის სტაბილიზაცია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.