მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს - მთავრობა

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდების ნაწილი 25 თებერვლიდან ეტაპობრივად მოიხსნება. მათ შორის, მთავრობის ინფორმაციით, ხვალიდან აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც განაახლებს მუშაობას.

„რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ რეგულაციებს, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.