მწერალი და რეჟისორი რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა

პუბლიკა

მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მოქანდაკე მწერალი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რეზო გაბრიაძე 1936 წლის 29 ივნისს ქუთაისში დაიბადა. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. ხოლო 1967 წელს მოსკოვში უმაღლესი სარეჟისორო და სასცენარო კურსები.

ის ავტორია არაერთი ფილმისა. მათ შორისაა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „შერეკილები“, „ქინძაძა“ და სხვ.

ხოლო როგორც მხატვარმა, რეზო გაბრიაძემ ასევე არაერთ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში დააარსა მარიონეტების თეატრი. რომელშიც თავისი სპექტაკლების პიესის ავტორი, რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელიც იყო.