მზად ვარ, დავიკავო პრემიერ-მინისტრის პოსტი - ნათელაშვილი

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მზად არის, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს.

„მე მზად ვარ, დავიკავო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი, თუ იქნება ხალხის ნება, მხარდაჭერა და ღმერთის ნება, რაც მთავარია. რის შემდეგ, მეორე დღეს ჩვენ გავიღვიძებთ სრულიად სხვა საქართველოში, სადაც არ იქნება მშიერი, გაჭირვებული, ღატაკი, უმუშევარი, უიმედო, რეპრესირებული, ქვეყნიდან გაქცევის მსურველი, დაჩაგრული, უსამართლობაშ მცხოვრები ადამიანი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მან ასევე დაასახელა პარტიის 10 მაჟორიტარობის კანდიდატი.