მზად ვართ სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ გუშინ დაზარალებულ მედიის წარმომადგენლებს - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მზადაა სამართლებრივი დახმარება გაუწიოს 5 ივლისს დაზარალებული მედიის წარმომადგენლებს. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია ავრცელებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” საგანგაშოდ მიიჩნევს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანებისა და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს. ძალადობრივ აქციაზე დაშავებულთა ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია ტელევიზიების და ონლაინ გამოცემების ტექნიკა.

„მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ აღკვეთა მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობა და ვერ შეასრულა საკუთარი პოზიტიური ვალდებულება. შესაბამისად, სახელმწიფო პასუხისმგებელი და ვალდებულია აანაზღაუროს მედიასაშუალებებისა და მათი წარმომადგენლების მიმართ დამდგარი, როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი, “- ამბობენ ორგანიზაციაში.

LB loan image desktop LB loan image mobile