მზაობა არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის მუშაობა - ზალკალიანი

პუბლიკა

გამოითქვა ორივე მხრიდან  მზაობა და ნება, იმისა, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

„ვისაუბრეთ ისეთ სენსიტიურ თემაზე, რაც დაკავშირებულია საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხთან. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ უმაღლეს დონეზე შეხვედრის დროს გამოითქვა ორივე მხრიდან  მზაობა და ნება, იმისა, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს, ისე, როგორ შეეფერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და  ჩვენს ინტერესებს, ისე, რომ არ დაზიანდეს არც ქართული და არც აზერბაიჯანული მხარის ინტერესი.

ამის თქმის საფუძველს მაძლევს სწორედ დღეს გამართული შეხვედრები, სადაც კიდევ ერთხელ იქნა აღნიშნული, რომ საკითხები უსწრაფესად უნდა მოგვარდეს და ამისთვის მომავალში გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები. აზერბაიჯანელ კოლეგასთან რა თქმა უნდა მქონდა ამაზე საუბარი. პანდემიამ შეაფერხა დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის საქმიანობა, თუმცა მზაობა არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს კომისიის მუშაობა და იმ პრობლემურ თემებზე, რომელიც საზოგადოებას კარგად მოეხსენება, იყოს მიღებული რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტილება”, – განაცხადა ზალკალიანმა.