„ნუ ახრჩობ ხალხს" - საკრებულოსთან ტრანსპორტის ახალი სააბონენტო სისტემა გააპროტესტეს

პუბლიკა

„ნუ ახრჩობ ხალხს”, „იარე ხალხისთვის”, – თბილისის საკრებულოსთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. პარტია „ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ და აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდის ახალი სისტემა გააპროტესტეს.

„ყულფის ღირსი ხარ შენ „ქართულო ოცნება”, „ქართული ოცნება” გვახრჩობს ეკონომიკურად, ტრანსპორტის გაორმაგება არის ჩვენი მოსახლეობის დახრჩობა, აქედან გამომდინარე ჩვენ დღეს მათ სიმბოლურად მოვუტანეთ ყულფი. დაე, ისტორიაში ეს ხელისუფლება ჩაეწეროს როგორც ხელისუფლება, რომელიც კი არ ამდიდრებდა საკუთარ ხალხს, არამედ მას ახრჩობდა”, – განაცხადა ანა დოლიძემ.