„ობიექტივი“ წამებისა და გაუპატიურების კადრების ჩვენებისთვის 2500 ლარით დაჯარიმდა

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისიამ ააიპ ტელეკომპანია „ობიექტივი“ ეთერში არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი გადაცემის განთავსების გამო, 2500 ლარით დააჯარიმა.

საქმე ეხება მაუწყებლის ეთერში 23 აპრილს გასულ გადაცემა „სტუდია N8-ს“, რომელშიც ნაჩვენები იყო ადამიანების წამებისა და გაუპატიურების კადრები.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული გადაცემა ეთერში 23:00-23:05 დროის პერიოდში გავიდა, ტელეკომპანიამ დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი და ძალადობის ამსახველი სცენების ახლო ხედით ჩვენება მაუწყებელს 6 საათიდან 24 საათამდე ეკრძალება.

 საქართველოს კანონმდებლობა მაუწყებლებს ავალდებულებს, დაიცვან გადაცემების კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და გადაცემები სამაუწყებლო ბადეში კანონით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად განათავსონ.

LB loan image desktop LB loan image mobile