ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო „საპრეზიდენტო არჩევნები“ იმართება

პუბლიკა

დღეს, 10 აპრილს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

ე.წ. პრეზიდენტობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის. მათ შორისაა ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი. ასევე, პარტია „ნიხასის“ ლიდერი, დიმიტრი ტასოევი, ე.წ. პარლამენტის ვიცესპიკერი, ალექსანდრე პლიევი და ე.წ. დეპუტატი, გარი მულდაროვი.

„არჩევნებამდე“ რამდენიმე დღით ადრე, ანატოლი ბიბილოვმა კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთთან შეერთების საკითხზე და 2022 წლისთვის რეფერენდუმის ჩატარება დააანონსა.

საერთაშორისო საზოგადოება ამ „არჩევნებს“ არ აღიარებს. „არჩევნებს“ ლეგიტიმურად ცნობენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ – რუსეთი, სირია, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ.

რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.