ოლიმპიური ჩემპიონის შეხვედრაზე ასეთი სუფრა ჩემთვის მიუღებელი იყო - პაატა იმნაძე

პუბლიკა

„ოლიმპიური ჩემპიონის შეხვედრაზე ასეთი სუფრა ჩემთვის მიუღებელი იყო“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე უსაყვედურა თუ არა მან პრემიერს ქეიფის გამო, იმნაძემ უპასუხა, რომ:

„პრემიერიც ქართველია და ამ ქვეყნის პრემიერია, ოლიმპიური ჩემპიონი როცა არის და რაღაცა მართლა იქ…მე მესმის ეს ყველაფერი, თუმცა ჩემთვის ეს მიუღებელი იყო ოლიმპიური ჩემპიონის შეხვედრაზე ასეთი სუფრა, მაქსიმალურად იყვნენ დისტანცირებულები, მაგრამ მაინც ჩემთვის მიუღებელი იყო“,- განაცხადა იმნაძემ.

7 აგვისტოს პრემიერ-მინისრტი ირაკლი ღარიბაშვილი ძიუდოისტ ლაშა ბექაურთან ერთად სოფელში არხილოსკალოში ჩავიდა. ოლიმპიურ ჩემპიონს მშობლიურ სოფელში დახვედრა მოუწყვეს.

ქვეყანაში არსებული გაუარესებული ეპიდვითარების მიუხედავად,  facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ხალხმრავალ სუფრას პრემიერ-მინისტრიც შეუერთდა.