„ოპოზიცია გახარიას ფაქტორს რადიკალიზაციისთვის იყენებდა და გადადგომით ეს ფაქტორი გამორიცხა“ – დავითულიანი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბექა დავითულიანის შეფასებით, ოპოზიცია გიორგი გახარიას ფაქტორს, რადგან ის დაკაშირებული იყო 20 ივნისთან, რადიკალიზაციისთვის იყენებდა და გახარიამ ამ გადაწყვეტილებით ქართული პოლიტიკიდან ეს ფაქტორი გამორიცხა.

„გიორგი, ვინაიდან 20 ივნისს იყო შს მინისტრი, ოპოზიციის მხრიდან მისი ფაქტორი გამოყენებული იყო სპეკულაციურად და დაკავშირებული იყო ამ საკითხთან, როგორც რადიკალიზაციის ერთ-ერთი ფაქტორი. მან თავისი გადაწყვეტილებით ეს ფაქტორი გამორიცხა ქართული პოლიტიკიდან. შედეგად, ახლა ჯერია ოპოზიციასა და ნიკა მელიაზე. ახლა მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და წარდგეს სამართლის წინაშე. გული გვწყდება გიორგის ამ გადაწყვეტილებაზე. გუშინ სასამართლოს შემდეგ იყო ეს საუბარი და ამის შემდეგ განვითარდა ეს პროცესი“, – განაცხადა დავითულიანმა.