ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ

პუბლიკა

დღეს დილიდან ოპოზიციის წარმომადგენლები აქციას მართავენ – ისინი ავტომობილების კოლონებითა და სიგნალებით რამდენიმე უწყებისკენ მიემართებიან.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულია და არჩევნების ხელახალ გამართვას მოითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავრობის ადმინისტრაციის, ცესკოსა და მოდულის შენობებთან მისვლის შემდეგ ავტოკოლონები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და იქიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ გაემართებიან.