ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს ხვდებიან

პუბლიკა

8 ოპოზიციური პარტიის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის სახლში იმართება და ამ წუთებში იწყება.

როგორც ცნობილია, შეხვედრას ესწრება ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში კარლ ჰარცელი და საფრანგეთის ელჩი, ინიციატორი კი, ლიდერების თქმით, ამერიკის ელჩი, კელი დეგნანია.

ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შეხვედრაზე მივიდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი; „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე; პარტია „მოქალაქეებიდან“ ალექსანდრე ელისაშვილი; ასევე, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე; „ლეიბორისტული პარტიიდან“ შალვა ნათელაშვილი; „ლელოს“ სიის პირველი ნომერი ბადრი ჯაფარიძე.

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მივიდა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.