ოქტომბრის მონაცემებით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 7 708 ბავშვს, გარდაიცვალა - 8

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირებული ბავშვების კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი/პროტოკოლი განახლდა.

პროტოკოლში განხილულია COVID-19-ით დაავადებული ბავშვის კლინიკური გამოვლინებები, კლასიფიკაცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია.

პროტოკოლის მიხედვით, 2021 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 7 708 ბავშვს (ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 8.5%), ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა 8 შემთხვევაში (ჰოსპიტალური ლეტალობა 0.1%).