ორ საკითხზე დაშორებულები ვართ ერთმანეთისგან, ორ საკითხზე გარკვეულწილად დავახლოვდით - ჯაფარიძე

პუბლიკა

ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების IV რაუნდი უკვე დასრულდა.

როგორც „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, ოპოზიცია არის ერთიანი იმაში, რომ თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება, ოპოზიციური პარტიები გააგრძელებენ ბოიკოტს და არ შევლენ პარლამენტში.

„არის 4 ძირითადი საკითხი. ეს არის ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების საკითხი, საარჩევნო სისტემის საკითხი და საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხი. პირველ ორ საკითხზე ვართ დაშორებულები ერთმანეთისგან, მესამე და მეოთხე საკითხზე გარკვეულწილად დავახლოვდით. ეს საკითხებია საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაციის რეფორმირება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი განმარტებით, ვერ მიიღებენ ისეთ შეთანხმებას, რომელიც არ არის კონსტიტუციით გარანტირებული – მან ეს პასუხი გასცა შეკითხვას თამარ ჟვანიას გადაყენების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

„როცა რეფორმირებაზე ვლაპარაკობთ, ის არის მთავარი, როგორი კონსტრუქცია ექნება ცესკოს შემდგომი არჩევნებისთვის და ამ მიმართულებით არის ბევრი ტექნიკური საკითხი. უფრო მნიშვნელოვან თემებზე ვლაპარაკობთ, ვიდღე ჟვანია გადადგება თუ არ გადადგება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მომდევნო რაუნდთან დაკავშირებით ხვალ შეთანხმდებიან.

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს ჩაინიშნა. მანდატი „ქართული ოცნების“ 90-მა დეპუტატმა მიიღო. 60 ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს და პირველი სხდომის დღეს პარალელურ ღონისძიებას გეგმავს.

LB loan image desktop LB loan image mobile