ორთაჭალაში ტრაილერის დაგორებას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა

პუბლიკა

ორთაჭალაში ტრაილერი დაგორდა და 15 წლის მოზარდი მოიყოლა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. – აღნიშნულ ინფორმაციას „პუბლიკას“ შსს-ში უდასტურებენ.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.