ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

პუბლიკა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.