„პალიტრანიუსის“ ოპერატორის ოპერაცია დასრულდა - ის თავის ტრავმითა და ცხვირის ძვლების მოტეხილობით კლინიკაში რჩება

პუბლიკა

„პალიტრანიუსის“ ოპერატორს, რომელსაც დღეს განვითარებული მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, „ნიუ ჰოსპიტალსში“ ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის დაშავებული პალატაშია გადაყვანილი, – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო IPN ავრცელებს.

მათივე ცნობით, მას თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა, რის გამოც, ოპერაცია გახდა საჭირო.

ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ექიმი კომენტარს ხვალ დილით გააკეთებს.

კლინიკაში რჩება „ფორმულას” ფოტოგრაფი ვახო ქარელიც. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მას ტვინის შერყევა აქვს.

როგორც ალადაშვილის კლინიკის ექიმმა მარიამ ხელაძემ განაცხადა, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში სტაციონარში გააგრძელებს მკურნალობს.


დღეს, 5 ივლისს თბილისში „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოკორესპონდენტს, დაზიანებულია ტექნიკაც.