პანდემიამ არ იცის კერძო და სახელმწიფო, ყველა ერთად უნდა ვიყოთ – გამყრელიძე კერძო სექტორს მიმართავს

პუბლიკა

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  25-ე შემთხვევა დაფიქსირდა. ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა. მან საკარანტინო სივრცეებთან მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლებზე ისაუბრა.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ საკარანტინო სივრცეებთან ირგვლივ მყოფ მოსახლეობას პროტესტი უჩნდება. ვთხოვ ყველას, ჩვენ არ შეიძლება პროტესტი გვქონდეს კარანტინში მყოფი ხალხის მიმართა. ისინი ჯანმრთელები არიან. არავის არაფერი გადაედება, ეს ვირუსი ჰაერში არ დაფრინავს და ჰაერით არ ედება არავის. თუ დავიცავთ წესებსა და მოთხოვნებს, მაშინ მინიმუმამდეა რისკი გავრცელების.მედიცინაში 100 %-იანი არაფერია, მაგრამ რისკი მცირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, პანდემიის გამოცხადებისას დიდი პასუხისმგებლობა აქვს სამედიცინო სექტორს როგორც ჰოსპიტaლურს, ისე ამბულატორიულს.

„დღევანდელ დღეს, როცა პანდემია გამოცხადდა, დიდი ტვირთი პასუხისმგებლობის გადადის სამედიცინო ცენტრებზე. იცით, რომ შემთხვევების 80% მიმდინარეობს მსუბუქად, 20% მწვავეა, 5 – კრიტიკული, რომლებიც საჭიროებს ინტესიურ მოვლას. მივმართავ ყველა საავადმყოფოს, რომ უნდა იყოს შესაბამისი მზადყოფნა და თითოეულს უნდა ჰქონდეს გადაუდებელი სიტუაციების დროს მზადყოფნის გეგმები, ამ სიტუაციის დროს შესაბამისი მარაგი მედიკამენტებისა და ა.შ. საქართველოში 80% ჰოსპიტალების კერძოა, მაგრამ პანდემიამ და ინფექციამ არ იცის კერძო და სახელმწიფო ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ. მივმართავ კერძო სექტორს როგორც ჰოსპიტალურსა და ამბულატორიულს, ისე ფარმაცევტულს. არ ვისარგებლოთ ამ მდგომარეობით, როცა დეფიციტია მთელ მსოფლიოში სახარჯი მასალის, არ ვისარგებლოთ ამით და ვიყოთ სოლიდარულნი და ხელი შევუწყოთ მოსახლეობის ფინანსურ ხელმისაწვდომობას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.