პარლამენტში პრემიერსა და მინისტრებს ელოდებიან | შენობაში შესვლა იზღუდება

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  დღეს იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.

„აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია განცხადებაში. 

დღეს, ინტერპელაციის წესით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ, ასევე 3 მინისტრს – საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს და იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს.