პარლამენტთან აქციაზე Tbilisi Pride-ის წევრებმა ლგბტქ+ დროშა გაშალეს და ფერადი კვამლი გაუშვეს

პუბლიკა

პარლამენტის წინ გუშინ, 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია მიმდინარეობს. აქციას მოქალაქეებთან ერთად აქტივისტები, პოლიტიკოსები და Tbilisi Pride-ის წევრები შეუერთდნენ.

აქციაზე „თბილისი პრაიდის“ წევრებმა და აქციის მონაწილეებმა დიდი ლგბტქ+ დროშა გაშალეს და ფერადი კვამლი გაუშვეს.

პარლამენტის წინ მიმდინარე მდუმარე აქციის პარალელურად რუსთაველის გამზირის მეორე მხარეს, ქაშვეთის ეკელსიასთან ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წევრები არიან შეკრებილი. ისინი პარლამენტის წინ გადასვლას ცდილობენ, მაგრამ მათ პოლიციის კორდონი აკავებს.


5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით ღირსების მარში უნდა გამართულიყო, თუმცა უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, ორგანიზატორებმა მისი გამართვა გადადეს.

გუშინ პრაიდის წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები შეიკრიბნენ, არაერთი განცხადება გააკეთა საპატრიარქომაც. დღის განმავლობაში ჰომოფობიური ჯგუფები თავს დაესხნენ არაერთ ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.