პასუხისმგებელი ვინც არის, უნდა დაისაჯოს - პრეზიდენტი

პუბლიკა

“არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა დედისთვის. საავადმყოფოში ვინახულე თავსი დროზე და მართლა არ მეგონა, თუ აქ მოვიდოდი ამ ტრაგედიის გასაზიარებლად. დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ უნდა დამთავრდეს”. – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახში მისასამძიმრებლად მივიდა.

მისი თქმით, “ვინც იყო პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს. მე არ ვარ არც პოლიცია, არც გამოძიება, მაგრამ ვიცი, რომ ესაა აუცილებელი. თქვენ, ჟურნალისტებს და მთელ საზოგადოებას ვუზიარებ ამ ტრაგედიას”.


დღეს გამთენიისას „TV პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ამ დროისთვის ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.