პიკს ველოდებით აპრილის ბოლოდან - გამყრელიძე

პუბლიკა

„პიკს ველოდებით აპრილის ბოლო-მაისის პირველი ორი კვირის განმავლობაში“, – ამის შესახებ მედიას ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მიაწოდა.

მისი პროგნოზით, „ისეთი დრამატული, როგორიც გვქონდა ნოემბერი და დეკემბერი, არ უნდა იყოს ეს პიკი“.

გამყრელიძის განმარტებით, საქართველოში დაახლოებით, 600 ათასიდან 650 ათასამდე ადამიანს აქვს გადატანილი კორონავირუსი, ამავე დროს, ადამიანები იცრებიან.

გამყრელიძის თქმით, შემოდგომა-ზამთრის აღმავალი ტალღა ცივ ამინდებს დაემთხვა, ხოლო გაზაფხულის ტალღის დროს უკვე სითბო იქნება, მეცნიერულად კი დადასტურებულია, რომ პირდაპირი მზის სხივი კორონავირუსზე დამთრგუნველად მოქმედებს.


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 632 პირი, ხოლო გარდაცვალების 12 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.33 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.38%, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 4.16%.