პოლიციამ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს გარკვეული მიმართულებით გადაადგილება შეუზღუდა

პუბლიკა

„პუბლიკის“ რეპორტიორები რუსთაველის გამზირიდან იუწყებიან, რომ პოლიციამ მედიას გადაადგილება შეუზღუდა.

რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის მიმდებარედ პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი აღმართა და მედიის წარმომადგენლებს ქაშვეთის ეკლესიასთან, პარლამენტთან და მიმდებარე შენობებთან მისვლა შეუზღუდა.

„პუბლიკის“ რეპორტიორის თქმით, სამართალდამცველებმა განმარტეს, რომ  მედიის უსაფრთხოების მიზეზით შეიზღუდა მათი გადაადგილება.

ღირსების მარშის წინააღმდეგ შეკრებილი ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს, აზიანებენ მათ ტექნიკას და აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.