პოლიტიკურმა მოძრაობამ დავით ჭიჭინაძე-ტრიბუნამ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პუბლიკა

პოლიტიკურმა მოძრაობა დავით ჭიჭინაძე-ტრიბუნამ თბილისის მაჟორუტარობის კანდიდატების სია წარადგინა:

1.დავით ჭიჭინაძე — ისანი;

2.ლია მუხაშავრია — ნაძალადევი;

3.კობა ამირხანაშვილი — მთაწმინდა;

4.მიხეილ ქავთარაძე — დიდუბე ჩუღურეთი;

5.ლევან ჩხეიძე — ვაკე;

6.ზურაბ ნიჟარაძე — საბურთალო;

7.ვაჯა ჟვანია — სამგორი.

„ნებისმიერ მათგანს თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე არ აქვს ის დასაძრახი, რომელიც ზოგადად პოლიტიკოსს პოლიტიკაში ყოფნის დროს მოჰყვება. ასეთები არიან, ქალბატონი ლია მუხაშავრია, ბატონი კობა ამირხანაშვილი, მიხეილ ქავთარაძე. გვყავს ახალბედები, რომლებიც იწყებენ, მაგრამ მათ გარკვეულწილად ის ცხოვრება, რომელიც გაიარეს, სუფთად აქვთ გავლილი და ამიტომ მოვიდნენ ტრიბუნაში, რომ იბრძოლონ ხალხის ინტერესებისთვის და არ მოსულან ისინი პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.