პომპეო, ბრძოლაში გამოწვევა მიღებულია, ყველაფერი საინტერესო ახლა იწყება - კადიროვი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწვყეტილებას, რომლის მიხედვითაც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს, რამზან კადიროვს, ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევაში საჯარო მხილების შემდეგ აშშ-ში შესვლა აეკრძალა, კადიროვი Telegram-ზე გამოეხმაურა.

„პომპეო, ბრძოლაში გამოწვევა მიღებულია, ყველაფერი საინტერესო ახლა იწყება”, – წერს კადიროვი.

დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწვყეტილების გასაჯაროების შემდეგ Twitter-ზე კადიროვის შესახებ პოსტი დაწერა.

„სახელმწიფო დეპარტამენტი საჯაროდ ამხელს ეროვნებით რუს რამზან კადიროვს ადამინის უფლებების უხეშ დარღვევებში, მათ შორის, წამებაში, უკანონო მკვლელობებსა და ადიანების იძულებით გაუჩინარებაში. ჩვენ უკან არ დავიხევთ და ყველა საშუალებით ვეცდებით მისი ანგარიშვალდებულების საკითხის დაყენებას ამ დარღვევებისთვის”, – დაწერა პომპეომ.

სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება რამზან კადიროვის გარდა მის მეუღლეს და მის ორ ქალიშვილსაც ეხება.