პოზიციების დაახლოების კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლაა | თალაკვაძე

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან „ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა.

საქართველოში ევროკავშირის ოფისში შეხვედრას„ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არჩილ თალაკვაძე და პარტიის წევრი შალვა პაპუაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პუნქტებში, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს პოზიციების დაახლოების კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლაა.

„გვქონდა კიდევ ერთი საქმიანი შეხვედრა. პროცესი წინ მიდის, მოლაპარაკებები გრძლდება. ვფიქრობ უკვე შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია. იმედს ვიტოვებ რომ ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით შევძლებთ ამოვწუროთ ეს უთანხმოება. პუნქტებში, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს პოზიციების დაახლოების კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლაა. სამუშაო რჩება, თუ ოპოზიციის მხრიდან იქნება პრაგმატული ნაბიჯები გადადგმული. ჩვენი მხრიდან სამართლიანი და პრაგმატული ნაბიჯები იყო გადადგმული ამ დღეებში. აქ ამოსავალი წერტილი და შეთანხმების მთავარი ფაქტორი ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს.“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.