პრემიერის გადაწყვეტილებით, ფულად ჯილდოს ოლიმპიადის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელებიც მიიღებენ

პუბლიკა

პრემიერის გადაწყვეტილებით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებში მონაწილე სპორტსმენები, რომლებმაც ვერცხლის მედალი ჩამოიტანეს 500 000 ლარს მიიღებენ, ბრინჯაოს მფლობელები კი 250 000 ლარს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიელების მიღების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მანამდე ცნობილი იყო მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ოლიმპიური ჩემპიონი, ოქროს მედალოსანი სპორტსმენი ერთ მილიონს ლარს მიიღებდა.

ტოკიოს 2020 ოლიმპიურ თამაშებიდან საქართველოს დელეგაციამ სულ რვა მედალი მოიპოვა – ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.  ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ და ოქროს მედლები მოიპოვეს ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ.

ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი. ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა. რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, იგი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.