პრეზიდენტი: არჩევნები იქნება ტესტი, კანდიდატის სტატუსს წინასწარ ვიღებთ, როგორც ნდობის ნიშანს

პუბლიკა

სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ილაპარაკა.

„თქვენც და მეც ვიცით, რომ სხვადასხვა დროს დაღმასვლებია ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. მნიშვნელოვანი ისევ და ისევ ხალხის ნება და მისწრაფებაა. ჩვენ წინ ძალიან მნიშვნელოვანი წელი გველის, ოქტომბრის თვეში არჩევნებია და ვფიქრობ, ეს იქნება ტესტი. ერთგვარად, კანდიდატის სტატუსს წინასწარ ვიღებთ, როგორც ქართველი ხალხისა და მისი ინსტიტუციების ნდობის ნიშანს. ვიმედოვნებ, რომ ისინი კონსოლიდირებული იქნებიან და მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა მოსახლეობასა და ევროპის ყველა მომხრესთან ერთად იმ არჩევნების წინა ხაზზე ვიყოთ, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველო იქაა, სადაც უნდა იყოს, ევროპისაკენ მიმავალი, ევროპაში შემავალი”. – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 15-16 დეკემბერს გამოაცხადებს.